Actions

Work Header

Rating:
Archive Warning:
Category:
Fandom:
Relationship:
Additional Tags:
Language:
ქართული
Stats:
Published:
2026-05-21
Updated:
2026-04-22
Words:
1,117
Chapters:
1/22
Hits:
4

Since 1997

Summary:

გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი?...
არა…

გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ? არა.

გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჰეტეროსექსუალია? არა.

გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ, რომელიც ჰეტეროსექსუალია, რომელიც ყოველ ახალ დღეს ახალ გოგოსთან ერთადაა და რომელიც ხანდახან ძმას გეძახის?

ჯეონ ჯონგუკის პასუხი იყო – კი.

Notes:

By _Dionysuss__

Tags: #bts #taekook #vkook #ბითიესი #ვიგუკი #ვიქუქი #თეგუკი #თექუქი #თეჰიონი #კიმთეჰიონი #ფანფიკი #ფანფიქცია #ჯეონჯონგუკი #ჯონგუკი

Chapter Text

ჯონგუკი ხმამაღალი მუსიკის ხმამ გააღვიძა.

მეცადინეობის დროს ჩაძინებული, ოდნავ შეხტა ხმაურზე და ამოიოხრა.
ერთი წამიც კი არ დასჭირვებია იმის გასააზრებლად, საიდან და რატომ მოდიოდა ხმები.

თეჰიონი...

თეჰიონი და მისი კიდევ ერთი წვეულება.

ქვემოთ ალბათ თეჰიონის კოლეჯის მეგობრები იყვნენ, სვამდნენ, ეწეოდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ, მუსიკას უსმენდნენ და ალბათ თეჰიონიც ამას აკეთებდა.
ჯონგუკმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და მერე ირონიულად ჩაეცინა.

ხანდახან ფიქრობდა, რომ თეჰიონს საერთოდ არ ანაღვლებდა ის. მალე გამოცდების კვირა ეწყებოდა, გამუდმებით წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული, არ ეძინა, არ ჭამდა, მხოლოდ მეცადინეობდა.
და მაშინ, როდესაც ყველაფრისგან გადაღლილს წიგნებზე ჩაეძინა, თეჰიონის ხმამაღალი მუსიკის გამო დასვენებაც კი ვერ შეძლო.

თეჰიონს არც კი უკითხავს, შეეძლო თუ არა მეგობრების სახლში მოყვანა. ამას არასდროს აკეთებდა და არც ახლა შეუწუხებია თავი.

კიდევ ერთხელ ხმამაღლა ამოიოხრა. ამ პროცესს ვერ აკონტროლებდა... მისთვის მხოლოდ ეს იყო პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.
გადაშლილ წიგნს, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ეძინა, დაუბრუნდა და კითხვა გააგრძელა. თუმცა უშედეგოდ. ფრუსტრირებული, იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო.
რამდენიმე წუთი კიდევ ცდილობდა კონცენტრირებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ფოკუსს მხოლოდ ხმამაღალ მუსიკაზე ახდენდა.
მუსიკა ყურებში უგუგუნებდა და მისი ფიქრები მხოლოდ იმ აზრს მოეცვა, რომ თეჰიონი ერთობოდა და ჯონგუკი საერთოდ არ აინტერესებდა. არ იცოდა ამაზე როგორი რეაქცია ჰქონოდა, როგორ შეეხსენებინა მისი საუკეთესო მეგობრისთვის თავი, როგორ ეთქვა, რომ მისი ყურადღება სჭირდებოდა ისე, რომ ეს უცნაური არ ყოფილიყო... თუმცა, ალბათ ყველა შემთხვევაში უცნაური იქნებოდა...

ნუთუ თეჰიონს საერთოდ არ აინტერესებდა, რომ დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა?! ნუთუ მართლა საერთოდ არ აინტერესებდა, რომ გამოცდების კვირა ეწყებოდა და ძალიან ნერვიულობდა? ნუთუ მართლა ფეხებზე ეკიდა?

გონებაგადამწვარმა ჯონგუკმა მაგიდის გვერდით მიგდებული ჩანთა სწრაფად აიღო, შიგნით წიგნები ჩაყარა და ოთახი სწრაფი, გაღიზიანებული ნაბიჯით დატოვა.

ჩავიდა თუ არა პირველ სართულზე, რამდენიმე ათეული ადამიანის სახეს შეეჩეხა და ეს არც კი გაჰკვირებია.
თეჰიონისთვის თავის არიდებას და სახლიდან ისე გასვლას აპირებდა, მაგრამ ის კარში იდგა. გოგოს ელაპარაკებოდა, თუმცა დაინახა თუ არა ჯონგუკი, მაშინვე მისკენ წამოვიდა ანთებული თვალებით.

- ჰეი, გუკ, სადმე მიდიხარ?
ჯონგუკმა თავი დაუქნია.
- სად?
უნდოდა ეთქვა, რომ მისი წვეულების გამო გაეღვიძა და ახლა სამეცადინოდ უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. არ უნდოდა თეჰიონს ოდესმე თავი ცუდად ეგრძნო, თუნდაც ამის გამო თვითონ ჰქონოდა ქრონიკული დეპრესია.
- არსად, უბრალოდ გავივლი.-გაუღიმა მან.
- თავს გაუფრთხილდი.-თმაზე ხელი ძალიან სწრაფად გადაუსვა და გზა დაუთმო.

გულაჩქარებულმა ჯონგუკმა სწრაფად დატოვა სახლი და გავიდა თუ არა გარეთ, ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო.
- გისმენ, ჯონგუკ.- უპასუხეს მეორე მხრიდან.
- ჯინ ჰიონ, შეიძლება დღესაც თქვენთან დავრჩე?
- კიდევ, ჯონგუკ?! კიდევ რამე გააკეთა?
- უბრალოდ წვეულება აქვს.
- გუკ...-ამოიოხრა ჯინმა.- როდის აპირებ უთხრა?
- შეიძლება დღეს შენი და იუნგი ჰიონის სახლში დავრჩე?- დააიგნორა ჯინის კითხვა.
- რა თქმა უნდა, გუკი.
- მადლობა.

***
- როდის აპირებ თეჰიონს ყველაფერი უთხრა, ჯონგუკ?- პოზიციას არ თმობდა ჯინი.
- არასდროს.- სასხვათაშორისოდ თქვა ჯონგუკმა და დავალების წერა განაგრძო.
- გუკ, არ მესმის შენ თავს ასე რატომ ექცევი.- ჯინს მხარი აუბა იუნგიმ.
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
- ჯონგუკ, თითქმის ყოველდღე წვეულება აქვს თქვენს სახლში ისე, რომ არც კი გეკითხება შეიძლება თუ არა. გვიან ღამით იძინებ და დილით ადრე იღვიძებ, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ სწავლის საქმე საშინლად მიგდის.- ლაპარაკობდა ჯინი და პარალელურად სადილს ამზადებდა.
- გუკ, ჯინი მართალია. წარმომიდგენია რა საშინლად გრძნობ თავს ყოველდღე ახალ-ახალ გოგოებთან ერთად რომ ხედავ შენს სახლში.

უნდოდა, მაგრამ ვეღარ შეძლო თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი ესმოდა. სახე შეეცვალა, წარბები ქვემოთ დაუშვა და ტუჩები ერთ ხაზად გაუსწორდა. კალამს ხელი მაგრად მოუჭირა და აგრესიის მასზე გადატანა სცადა. არაფერი გამოუვიდა.
წიგნს მზერა მოაშორა და ზემოთ აიხედა. მის წინ მჯდომ ოთახის მეზობლებს - იუნგის და სოკჯინს მზერა გაუსწორა და ნაძალადევად გაიღიმა.

- სერიოზულად, ყველაფერი კარგადაა, ბიჭებო, ყველაფერს ვაკონტროლებ.

იუნგიმ უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და ფეხზე წამოდგა. იცოდა, რომ ჯონგუკი ვერაფერს აკონტროლებდა და ალბათ ყოველ ღამით მის ბალიშს ცრემლები ასველებდა, მაგრამ მასთან მეტი საუბარი აღარ სურდა. ჯონგუკს ძალიან კარგად იცნობდა.

- როგორც გინდა, უბრალოდ ვერ ვხვდები სადამდე აპირებ თავის ისე მოჩვენებას, თითქოს ყოველ ღამე ჩაძინებამდე არ ტირი.- ცივად მიახალა იუნგიმ და ოთახი დატოვა.

ჯონგუკს მზერა კიდევ ერთხელ მიეყინა წიგნზე.

- იუნგი მართალია, გუკ.- ნაზი და დამამშვიდებელი იყო ჯინის ხმა.
- მადლობა, რომ ყოველთვის მაძლევ აქ დარჩენის უფლებას, მაგრამ ამ თემაზე თუ კიდევ ილაპარაკებთ, უბრალოდ აქ აღარ მოვალ და ამით გასაქცევ ადგილს წამართმევთ, ჯინ. თეჰიონს ვერაფერს ვეტყვი და ეს საკითხი დახურულია.

ჯინს აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ თავი დაუქნია და საქმე გააგრძელა.
ჯონგუკსაც უნდოდა იგივე ექნა, მაგრამ წიგნის ერთ ადგილს ისევ გაშეშებული შეჰყურებდა და ღრმად სუნთქავდა. როგორმე უნდა დამშვიდებულიყო და სწავლა გაეგრძელებინა. მაგრამ არ შეეძლო...
ერთადერთი რამ, რაც ახლა უნდოდა, ბალიშთან ჩახუტება და ტირილი იყო. ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო და ამდენი პრობლემა ზედმეტი იყო მისნაირი მგრძნობიარე ადამიანისთვის.
თითქოს ყველაფერში ფლავდებოდა, ვერაფერს აკონტროლებდა, თავის ცხოვრებას მესამე პირივით აკვირდებოდა შორიდან... ყველაფერი ხელიდან უსხლტებოდა და არაფრის შეჩერება შეეძლო.

- უბრალოდ...-დაბალი ხმით დაიწყო მან.- მეშინია, ჯინ. მეშინია, რომ გააფრენს, როცა გაიგებს და მეშინია, რომ ცუდ რაღაცებს მეტყვის, ან ცუდ რაღაცებს იფიქრებს ჩემზე და... და მერე ჩემი ცხოვრებიდან გაქრება. მეშინია, რომ დამცინებს და უარმყოფს. ასეთი მარტივი არაა ყველაფერი ვუთხრა. ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთი დღეც კი არ გამიტარებია მის გარეშე. ჩემი დაბადების დღიდან ვიცნობ და მეშინია, რომ დავკარგავ. მის გარეშე არასდროს მიცხოვრია და უბრალოდ მეშინია, კარგი?- ცრემლები ვერ შეიკავა მან.
- ო, არა, გუკი!- თანამგრძნობი ხმით ჩაიჩურჩულა ჯინმა; არ ელოდა მის უეცარ აღიარებას და ჯონგუკს მაშინვე მოეხვია.
- ყველაფერი კარგად იქნება, გუკ... შენი თეჰიონია, არასდროს დაკარგავ. უბრალოდ უნდა გაბედო, კარგი? სხვანაირად დაიტანჯები...

ჯონგუკი ვეღარაფერს ამბობდა, უბრალოდ თავს აქნევდა და ჯინის კომფორტულ ჩახუტებას უფლებას აძლევდა, რომ დაემშვიდებინა.

 

***
მომდევნო დღეს ჯონგუკი კოლეჯის შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა. არ ელოდა, თუ თეჰიონი იქ დახვდებოდა. ამ დროს სახლში არ იყო ხოლმე.
პრინციპში, თეჰიონი სახლში მხოლოდ დილით და ღამით იყო, ხანდახან მაშინაც არა...
სამზარეულოში იჯდა, წინ ცარიელი თეფში ედგა, ტელეფონში იყურებოდა და ხანდახან სულელივით იღიმოდა.
- ჰეი.- მიესალმა სამზარეულოში შესული ჯონგუკი.
- ჰეი.- ერთი წამით ამოიხედა მან, უხალისო პასუხი მიუგდო და ისევ ტელეფონში წერა გააგრძელა.

ჯონგუკი გულდამძიმებული მივიდა მაცივართან, პროდუქტები შეათვალიერა და აღმოაჩინა, რომ საერთოდ არ შიოდა.
მაცივრის კარი მიხურა და თეჰიონისკენ გაიხედა. ისევ იგივე პოზაში იჯდა და რაღაცებს სწრაფი ტემპით კრეფდა კლავიატურაზე.

ჯონგუკს მისი ყურადღების მიქცევა უნდოდა და წინ დაუჯდა. რამდენიმე წუთი უყურებდა და მისი სახის ნაკვთებს აკვირდებოდა. თუმცა, თეჰიონი საერთოდ ვერ ამჩნევდა მას. ტელეფონს ყურებამდე გაღიმებული ჩასცქეროდა და ჯონგუკის იქ ყოფნას არც კი იმჩნევდა.

ამის გააზრებამ ბიჭს გული შეუკუმშა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა.

- წუხელ სახლში არ ვყოფილვარ.- დაიწყო მან.
- ჰმ?.. მართლა? არ შემიმჩნევია.- იყო თეჰიონის უგულო, სასხვათაშორისო პასუხი.

ჯონგუკს უნდოდა ეპასუხა, რომ უკვე დიდი ხანი იყო, რაც თეჰიონი ვეღარაფერს ამჩნევდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მასთან კონფლიქტი და მისი გაბრაზება უკანასკნელი რამ იყო რაც მას უნდოდა.
ზედმეტად დამოკიდებული იყო მასზე.

მაგიდიდან ნელა წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით კიბეებს აუყვა თავისი ოთახისკენ. მხრები ჩამოყრილი ჰქონდა, მზერა - დაღლილი.

საწოლზე პირდაპირ სახით დაემხო, თავი ბალიშში ჩარგო და იყვირა. სხეულიდან ყველაფრის გამოდევნა უნდოდა და იცოდა, რომ თეჰიონამდე ხმა არ ჩააღწევდა.
რომც ჩაეღწია, ალბათ არც დააინტერესდებოდა...

 

***
იმ დღეს, გვიან ღამით, მეცადინეობის დასრულების შემდეგ ჯონგუკი საწოლზე ზურგით დაეცა და ჭერს დაჟინებით შესწავლა დაუწყო.
მოგონებები დაფრინავდნენ მის გონებაში.
მისი ჩვილობა, მისი ბავშვობა, მისი თინეიჯერობა და მისი აწმყო - ყველაფერი, ყველაფერში და ყველგან თეჰიონი იყო...
თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, უნდოდა მოგონებები შეეჩერებინა, მაგრამ ამის ნაცვლად, უფრო ბევრი ამოტივტივდა მის გონებაში.
არ არსებობდა მოგონება თეჰიონის გარეშე, არ არსებობდა დღე თეჰიონის გარეშე.
თეჰიონის გარეშე არაფერი არსებობდა.
როგორ უნდა ეთქვა მისთვის სიმართლე?
როგორ უნდა გაერისკა ყველაფერი?

" როგორ აგიხსნა ყველფერი ისე, რომ არ შეგძულდე, თეჰიონ?!"